Sunday, April 18, 2010

ოლიმპიური თამაშები


მთავარი იდეა
მოსწავლეები გაეცნობიან უძველეს და ყველაზე პოპულარულ ოლიმპიურ თამაშებს ძველ საბერძნეთში.

მნიშვნელობა/აქტუალობა
თემა აქტუალურია და საინტერესო. ბევრმა არ იცის რომ ოლიმპიური თამაშები ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალგაზრდობის, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.

მიზნები და შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან ოლიმპიური თამაშების წარმოშობის ისტორიას, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი მას ძველ საბერძნეთში, აგრეთვე მიიღებენ ინფორმაციას თუ რამდენ წელიწადში ერთხელ ტარდება იგი. აგრეთვე გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, მითებსა და ლეგენდებს ოლიპმიელ ღმერთებზე.
მოსწავლეეს გაუღვივდებათ ინტერესი ამა თუ იმ სპორტის სახეობის მიმართ. შეძლებენ ისაუბრონ ოლიმპიური დროშის შესახებ, შეადარონ ერთმანეთს ძველი და თანამედროვე ოლიმპიური თამაშები და იპოვონ მათ შორის მსგავსება და განსხვავება. აგრეთვე განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის , საკუთარი აზრის გამოთქმის, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი.


შეფასების საგანი და პროცედურები
პრეზენტაციის ჯგუფური მუშაობის და ისტ-ის გამოყენებაში შეფასების რუბრიკების შექმნა მოსწავლეებთან ერთად.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ოლიპმიური თამაშების ისტორია და უნდა ქონდეთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი და ასევე მათ აქვთ მსგავს პროექტებში მუშაობის გამოცდილება

რა სასწავლო მასალა და რესურსია საჭირო


სახელმძღვანელო:
,, New Wave”- ლია გოგსაძე, თამარ ფაღავა.
http://www.google.ge/
http://ka.wikipedia.org
კომპიუტერი, პროექტორი

სასწავლო პროექტის მსვლელობა
თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ იმ საკითხებს რაც თემის ირგვლივ აქტუალურია. გაიყოფიან ჯგუფებად, თითოეული ჯგუფი შეარჩევს თემას და შეადგენს სამოქმედო გეგმას. გადაინაწილებენ პასუხისმგებლობებს სამუშაოს შესრულებაზე. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ძველი და თანამედროვე ოლიმპიური თამაშების შესახებ და გააკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე. ჩატარდება ღონისძიებები, მასალები აიტვირთება ბლოგებზე, რაც იქნება მზა მასალა დაინტერესებული მოსწავლეებისათვის.



1. პროექტის სახელი: ოლიმპიური თამაშები
2. პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტი ეხება ოლიმპიური თამაშების წარმოშობის ისტორიას, მათ ტრადიციებს და კულტურას და ძველ და თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს შორის მსგავსება-განსხვავებას.
3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები გაეცნობიან ოლიმპიური თამაშების წარმოშობის ისტორიას, თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი მას ძველ საბერძნეთში, აგრეთვე მიიღებენ ინფორმაციას თუ რამდენ წელიწადში ერთხელ ტარდება იგი. აგრეთვე გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს, მითებსა და ლეგენდებს ოლიპმიელ ღმერთებზე.
მოსწავლეეს გაუღვივდებათ ინტერესი ამა თუ იმ სპორტის სახეობის მიმართ. შეძლებენ ისაუბრონ ოლიმპიური დროშის შესახებ, შეადარონ ერთმანეთს ძველი და თანამედროვე ოლიმპიური თამაშები და იპოვონ მათ შორის მსგავსება და განსხვავება.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2010 წლის აპრილი-მაისი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეების და მასწავლებლების ურთიერთობა, მიიღებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მოსწავლეები ჩაერთვებიან მთლიან პროცესში მასწავლებელთან ერთად.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლე მიიღებს სრულფასოვან ინფორმაციას ოლიპმიური თამაშების შესახებ და დაეხმარება მას ინტელექტუალური ცოდნის ამაღლებაში.
8. სარგებელი სხვებისთვის
ჩატარდება ღონისძიებები, გაკეთდება პროექტები, მასალები აიტვირთება ბლოგებზე, რაც იქნება მზა მასალა მოსწავლეებისთვის.
9. სამუშაო ენა: ინგლისური
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ძირითად და შესარჩევ საგნებთან მუშაობის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ეროვნულ გეგმასთან.
12. პროექტის ფასილიტატორი: ციალა გაბელაია
13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: tsitsigabelaia@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://tsitsigabelaia.blogspot.com

No comments:

Post a Comment